2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ისევ შეიცვალა

ჩამოტვირთვა

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბარნოვისა და 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა არგუმენტები დაასახელეს იმისა, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო არჩევნების დღე. როგორც ანდრო ბარნოვმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, ესაუბრა პრეზიდენტს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არჩევნების ჩატარების დღე შიეცვლება. ბარნოვის შეფასებით, არ იყო აუცილებელი, რომ ეს თემა გამხდარიყო მწვავე პოლიტიკური განხილვების საგანი, თუმცა, რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან თემის სპეციალურად გამწვავება მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები