პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება
2013-07-01 18:36:10
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა , მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. "საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 1-ელ ივლისს ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
კომენტარები