2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუთაისში გამართული პრაიმერი დავით ბაქრაძემ მოიგო

ჩამოტვირთვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერის პირველი ტური დავით ბაქრაძის გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისში გამართულ კონფერენციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან სულ 387-მა დელეგატმა მიიღო, საიდანაც ხმათა უმრავლესობა დავით ბაქრაძემ დააგროვა. პირველ ტურში კანდიდატებმა ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს. პრაიმერში "ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წევრი: დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე მონაწილეობენ. ქუთაისის მსგავსად, რეგიონული კონფერენციები ასევე გაიმართება გორში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები