2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკლარაცია საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ

ჩამოტვირთვა

"2012 წლის ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას რომელიც საქართველოს უნდა დაეხმაროს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და ჩამოაყალიბოს პლურალისტული დემოკრატია. თუმცა, არჩევნების შემდგომ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობა ისევე როგორც ყოფილი ხელისუფლების და ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ ბრალის წაყენება, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. აღნიშნულმა მოქმედებებმა, ისევე როგორც არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორ მესამედზე მეტის არადემოკრატიული გზით დაუფლებამ, მთავრობის ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რომელმაც უნდა მოიცვას ყველასთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. ჩვენ მოვუწოდებთ საქრთველოს ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვგმობთ სიტყვიერ თავდასხმებს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობები ყოფილი თანამდებობის პირების წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით". აღნიშნულ დეკლარაცაის უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი საკუტარ "ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები