მსოფლიო
სავაჭრო ცენტრ „საბას“ დაზარალებულები ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ
2013-06-28 14:40:51
ჩამოტვირთვა
სავაჭრო ცენტრ ,, საბაში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი უკვე არა ერთხელ შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადური მათ,დახმარებასაც დაპირდა, თუმცა არავითარი კომპენსაცია საბას დაზარალებულებს მთავრობისგან ჯერაც არ მიუღიათ.
დღვანდელ აქციაზე მათ კანცელარის წარმოამდგენელი შეხვდა და დაპირდა თუ საქმის გამოძიების შემდეგ, ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება,ზარალის ანაზღაურება სარეზერვო ფონდიდან მოხდება. თუმცა „საბას“ დაზარალებულები ლოდინს აღარ აპირებენ, მათი განცხადებით აქციები იქამდე გაგრძელდება სანამ პრემიერ-მინისტრი მათ პირადად არ შეხვედება.
კომენტარები