პოლიტიკა
ხელისუფლება აცხადებს რომ 2008 წლის ომის დროს ოკუპანტების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები ვერ მოიძია
2013-06-28 12:29:10
ჩამოტვირთვა
უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქში“ შემაშფოთებელ ინფორმაცია აქვეყნებს. დეპუტატი, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 5 მომხსენებელზე დაყრდნობით წერს რომ ივანიშვილმა სეპერატისტთა მიერ გაცემული პასპორტების ვალიდურობა აღიარა.
ჩიორა თაქთაქიშვილი, ევროსაბჭოს წარმომადგენელთა ანგირიშის მიხედვით ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ აღმოაჩინა 2008 წლის აგვისტორს ომის დროს, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ვერც ერთი ფაქტი.
სამაგიეროდ, ივანიშვილის ხელისუფლება გამოძიებას აწარმოებს ქართველი ჯარისკაცების მიერ რუსი სამშვიდობოების მკვლელობის, ქართული ჯარის მიერ აკრძალული იარაღისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მანდატის მქონე ინსტიტუტზე.
2013 წლის ივლისში შევა ძალაში- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "რუსეთის და საქართველოს მთავარი პროკურორები ღიად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან" ჰუმანიტარული სამართლისა და ომის დანაშულების გამოძიების პროცესში.
რუსეთის მხარე იძიებს მხოლოდ ქართული მხარის მიერ ჩადენილ დანაშულებს:
დასკვნაში წეტია,რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო ვერავითარი მტკიცებულების მოძიება, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ ომის მიმდინარეობისას ან შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ომის დანაშული ან დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
საგამოძიებო კომისიამ დაიწყო გამოძება ომის დროს ქართველი სამხედროების მიერ რუსი სამშვიდობოების მკვლელობის, ქართული ჯარის მიერ აკრძალული იარაღისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მანდატის მქონე ინსტიტუტზე თავდასხმის კუთხით." წერია მოხსენებაში
კომენტარები