მსოფლიო
,,გაიშნიკი“ შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფოსად დაინიშნა
2013-06-28 11:44:42
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად ზურაბ გამეზარდაშვილი დაინიშნა, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კახეთის საგზაო პოლიციაში „ტრასის უფროსად“ მუშაობდა.
2013 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზურაბ გამეზარდაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო ირაკლი ალასანიას პარტიიდან და ლაგოდეხში კოალიციის სადამფუძნებლო საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
არჩევნდების შედეგად საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ზურაბ გამეზარდაშვილი შსს–ს იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობდა. შსს–ს კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე გამეზარდაშვილმა დავით ბედია ჩაანაცვლა, რომელიც შსს–ს ინფორმაციით, აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
კომენტარები