პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები დააკავეს
2013-06-27 11:57:30
ჩამოტვირთვა
თბილისის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები დააკავეს. დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განახორციელა.გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულები არიან მერის მოადგილეები საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. მათ შორის მამუკა ახვლედიანი, დავით ნინიძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, დავით ავალიანი. როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავებულთა აყვანა დღეს დილით ქუჩაში მოხდა.
კომენტარები