2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მერაბიშვილი სამალავების სკანდალს ეხმაურება

ჩამოტვირთვა

ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება: ”გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამეგრელოში ე.წ. სამალავში აღმოჩენილი ადამიანის წამების და არასათანადო მოპყრობის კადრები გადაღებულია ჩემი მინისტრობის დროს და წარმოადგენს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადების გაკეთებამდე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ვალდებულია დაელოდოს გამოძიების შედეგებს. თუმცა, ცალსახა არის, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ მძიმე დანაშაულში კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. მინდა შევახსენო საზოგადოებას და დღევანდელ ხელისუფლებას, რომ 2003 წლამდე, პოლიციის განყოფილებებში "სამართალდამცველთა" მხრიდან მოქალაქეებისადმი მსგავსი მოპყრობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. რეფორმების დაწყებისთანავე ჩვენ ამ პრაქტიკის წინააღმდეგ მთელი რიგი ეფექტური ნაბიჯები გადავდგით, რამაც პრაქტიკულად აღმოფხვრა მსგავსი შემთხვევები.“ მერაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისი მინისტრობის პირველივე წლებში 200–ზე მეტი პოლიციელი დაისაჯა აღნიშნული ფაქტების გამო და ბოლო პერიოდში აღმოჩენილი მსგავსი შემთხვევები წარმოდგენს ცალკეული პიროვნებების თვითშემოქმედებას, რასაც სისტემური ხასიათი არ ჰქონია. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ იგი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ წარმატებასა თუ შეცდომაზე, რაც მისი მინისტრობის პერიოდში არსებობდა, ისევე, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა უარყოფით თუ დადებით შედეგებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები