მსოფლიო
რატომ დატოვა შ.ს.ს პოტესტის ნიშნად მედიისა და არასამთავრობოების ნაწილმა?
2013-06-20 19:22:13
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალის ჩვენების პროცესი მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა შეხვედრის დასაწყისშივე დატოვა. ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწვეულ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის მხოლოდ ორი 30 წუთიანი ვიდეო აჩვენეს. ვიდეოჩვენება უხმოდ, ინგლისური ტიტრებით მიმდინარეობდა. რიგი არასამთავრობოების ექსპერტების და ჟურნალისტების წარმომადგენლები შეხვედრას დასრულებამდე ესწრებოდნენ.
ვიდეოჩვენებაზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ამ დრომდე არც ის არის ცნობილი მოხდება თუ ვიდეომასალის განადგურება.

კომენტარები