2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია უკანონო ჩანაწერების გავრცელებასთან კავშირს უარყოფს

ჩამოტვირთვა

ყოფლი თავდაცვის მინისტრი,ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს „ამ ბოლო დროს აქტიურად ხდება ჩემი სახელის გამოყენება ამა თუ იმ დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში. ბოლო ასეთი მცდელობა იყო ჩემი სახელის ხსენება ე.წ. უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. საჯაროდ ვაცხადებ, არც ამ ჩანაწერების მოპოვებასთან და არც მის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სასამართლოს და ყველა უპასუხისმგებლო ადამიანსა თუ გამომცემლობას მოვთხოვო ბოდიშის მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისათვის. არასოდეს დამიხევია უკან გამოწვევების წინაშე და არც დღეს ვაპირებ. მე საქართველოში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ვიღაცასთან გარიგების გზით კომფორტი და ხელშეწყობა მივიღო. საღად ვაფასებდი ვითარებას და ზუსტად ვიცოდი რა მელოდა წინ და რაც არ უნდა რთულ პირობებში მომიწიოს ყოფნა, ვიცი რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება სწორედ ამ რთულ გზაზე გადის.“– ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები