პოლიტიკა
სამალავების საქმეზე მეგის ქარდავას ბრალეულობა გამოიკვეთა
2013-06-19 18:36:49
ჩამოტვირთვა
სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ სამალავების საქმეზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. სპეციალური განცხადება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა კი ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება. ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი და ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი.
შსს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს.
კომენტარები