მსოფლიო
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა _ გიგი უგულავა
2013-06-19 16:34:17
ჩამოტვირთვა
თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმის წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო. ბრალდების მხარემ პროცესის გადადება მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა , რომ მტკიცებულებად არ დაეშვათ რამდენიმე პირის დაკითხვა და ბრალდების მხარეს ისინი დასაკითხთა სიიდან ამოეღო. დღევანდელ პროცესზე ორივე მხარის მხრიდან დასახელდა დასაკითხ პირთა სია. "იმედის" საქმეზე ბრალდების მხარე მოითხოვს, დაიკითხნონ ლაშა მაქაცარია, ნიკა გილაური, გიორგი არველაძე, გიორგი ისაკაძე და სხვები. ნიკა გილაურის დაკითხვას მოითხოვენ ამავე საქმეზე ბრალდებული დავით კეზერაშვილის ადვოკატებიც. გილაურის გარდა, კეზერაშვილის დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში არიან ალექსანდრე ფარულავა და ნანა ინწკირველი. დასაკითხ პირთა სია წარადგინა უგულავას მხარემაც, მათ შორის არიან თორნიკე შიოლაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და სხვები.
კეზერაშვილის დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, მტკიცებულებად არ იყოს დაშვებული ჯოზეფ ქეისა და გიორგი ისაკაძის ჩვენებები და დაკითხვის ოქმები. ადვოკატების თქმით, ჯოზეფ ქეის დაკითხვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოხდა. ისინი ქეის, ისაკაძის და დავით იაკობაშვილის დასაკითხთა სიიდან ამოღებასაც მოითხოვენ.
კომენტარები