მსოფლიო
ბედუკაძე „ქალბატონ თინიკოს“ უპირისპირდება
2013-06-19 14:04:21
ჩამოტვირთვა
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა.“საინტერესოა რატომ არ საუბრობდით ქალბატონო თინიკო ჩემს დანაშაულებრივ მოღვაწეობაზე არჩევნების წინ სტუდენტების ქუჩაში გამოსვლისას.იქნებ გეწყინათ ჩემი ამდაგვარი ნაბიჯი? ან და ძალიან კარგად უწყით რა გზით ხერხებით და მეტოდებით ვიყავით მხილებული წამების დანაშაულში და ამის დამადასტურებელი რა სახის დოკუმეტები არსებობდა და არსებობს , როგორ იქნა მოპოვებული ისინი სააკაშვილის მთავარი პროკურორ ზოდელავას გამოძიებისას , როდესაც ამ საქმეში ბრალდებულ ფარულავა–ფხალაძეს წამებით სასურველი აღიარების მიღების გამო ფეხებზე ფრჩხილები დააძრეს... მოგთხოვთ ამაზე აუცილებლად პასუხს,თუმცა რაა გასაკვირი ... თვითლუსტრაცია შესანიშნავი მაგალითია თქვენი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის “ –ნათქვამია ბედუკაძის განცხადებაში. ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისგებისგან განთავისუფლების შესახებ უკმაყოფილება თინა ხიდაშელმა ტოქშოუ პოზიციაში გააკეთა.
კომენტარები