პოლიტიკა
რუსეთმა მხოლოდ 15 ქვეყანა დაარწმუნა, საქართველოს რეზოლუციისთვის ხმა არ მიეცათ
2013-06-14 12:45:11
ჩამოტვირთვა
„იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ, აფხაზეთი-საქართველო, ცხინვალი- საქართველო”-ს არასავალდებულო რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 63 ქვეყნის მხარდაჭერით მიიღო. წინააღმდეგ მხოლოდ 16 ქვეყანა გამოვიდა, მათ შორის რუსეთი. რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი აეროში ვიტალი ჩურკინი აქტიურად ცდილობდა დაერწმუნებინა უცხოელი დიპლომატები დოკუმენტისთვის ხმა არ მიეცათ, თუმცა მისი გავლენის ქვეშ, მხოლოდ ბელარუსი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, კუბა, ლაოსი, მიანმა, ნაურუ, ნიკარაგუა, სერბეთი, სირია, სომხეთი, სუდანი, ჩრდილოეთ კორეა და შრი-ლანკა მოექცნენ. რეზოლუციაში ხაზგასმულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისა და დევნილების საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობა. დოკუმენტი ასევე გმობს იმ დემოგრაფიულ ცვლილებებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელდა.
კომენტარები