2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილი ხელისუფლების ცილისწამებას უპასუხოდ აღარ დატოვებს

ჩამოტვირთვა

ვანო მერაბიშვილი ხელისუფლების მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს უპასუხოდ აღარ დატოვებს. ეს განცხადება მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მერაბიშვილი ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს რომ ადვოკატების საშუალებით მოახდინონ მასთან კომუნიკაცია და მისცენ პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მერაბიშვილის თქმით აქამდე თმენის ვალდებულება ჰქონდა,ამიტომ პასუხს არ სცემდა დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და ცილისწამებებს. “ხელისუფლებამ უამრავი ბრალი წამიყენა. ყველა მათგანი არის პოლიტიკური და ძირითადად სამსახურებრივი დანაშაულებებით კვალიფიცირდება. ამ ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა ჩემთვის კორუფციული ან ქონებრივი ბრალის წამოყენება. ამის გამო ხელისუფლება ახალისებს ჩემი მისამართით ცილისწამებების გავრცელებას ანონიმურ ან გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით, რასაც ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის ნაწილად განვიხილავ.“ –ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები