მსოფლიო
შსს-ს პასუხი „საზოგადოებრივ ინიციატივას“
2013-06-12 16:23:13
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში გამართულ ტენდერებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აი-ტი-ვის ჟურნალისტს ის წერილი გადაუგზავნა, რომელიც მანამდე კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ მიაწოდა. წერილში მითიტებულია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერებზეც არის ინფორმაცია, თუმცა არასამტავრობოების განმარტებით ეს მონაცემები ძალზე მწირია. საზოგადოებრივი ინიციატივის წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით აღნიშნულ ვებგვერდზე არ არის კონკრეტული ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებსა და გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებზე. კოალიცია შს სამინსიტროსგან ასევე ელოდება პასუხს , პოლიციის დღისადმი მიღვნილ ღონისძიებებში დახარჯული თანხების შესახებ.
კომენტარები