2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროფკავშირები შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ

ჩამოტვირთვა

პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერები მთავრობისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და დაბალანსებული შრომის კოდექსის მიღებას ითხოვენ. itv-ს მედიაკლუბში ხუთი ხარხნის პროფკავშირების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით პარლამენტმა შრომის კოდექსი მეორე მოსმენით სერიოზული დარღვევებით დაამტკიცა და პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში საბაზისო მუხლები შეცვალა. პროფკავშირები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ შრომის კოდექსის პირვანდელი ვარიანტის განხილვას დაუბრუნდნენ. თამაზ გოლაბერიძის თქმით ეს დისკრიმინაციული ცვლილება პარლამენტმა სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების გავლენით მიიღო,ამიტომ შრომის კოდექსი არსებული ვარიანტის მესამე მოსმენით დამტკიცება დაუშვებელია, რადგან ის დაუბალანსებელი და ერთ კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფზე მორგებული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები