მსოფლიო
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო არქივი არასრულად განადგურება
2013-06-07 18:57:04
ჩამოტვირთვა
პირადი შინაარსის ვიდეო არქივი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაცული განადგურდება, თუმცა არასრულად მასალები, რომლებიც დანაშაულის გამოვლენას უკავშირდება და შესაძლოა, მტკიცებულებად გამოდგეს, დაცული და შენახული იქნება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ უწყებაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არქივი განადგურდება და ამ მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება. კომისიაში შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, სახალხო დამცველის და 3 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი შევა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო არქივის განადგურების პირობა შინაქან საქმეტა მინისტრმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხდრის დროს დადო, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ამ ფაქტს კი წინ უძღვოდა პრემიერ მინისტრის განცხადება. ბიძინა ივანიშვილმა ამ მასალების ბანკში ფულის მსგავსად შენახვის ინიციატივა წამოაყენა.
კომენტარები