პოლიტიკა
გელა ხვედელიძემ საქართველო დატოვა?
2013-05-31 14:09:05
ჩამოტვირთვა
ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილემ გელა ხვედელიძემ საქართველო დატოვა. ფარესაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მან რამდენიმე პირთან გადაამოწმა, რომლებმაც აღნიშნული დაუდასტურეს. ჟურნალისტი წყაროებს არ ასახელებს.
ფარესაშვილი ამბობს, რომ ხვედელიძის მიერ ქვეყნის დატოვებას ხელი შეუწყო მთავარი პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა.
ფარესაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში სწორედ შს მინისტრის მოადგილეს გელა ხვედელიძეს, ლაშა ნაცვლიშვილსა და პრემიერის მრჩეველ გია ხუხაშვილს ადანაშაულებდა.
რამდენიმე დღეში სწორედ ამ საქმეზე ხვედელიძე დააკავეს. სასამართლომ მას 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ ხვედელიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
კომენტარები