მსოფლიო
თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცვლების აქცია მიმდინარეობს
2013-05-30 14:51:20
ჩამოტვირთვა
თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველების საპროტესტო აქცია მიმდნარეობს .მერიასთან დაახლოებით 30 სოციალურად დაუცველი იმყოფება. სოციალურად დაუცველები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოხდეს, უსახლკარო სოციალურად დაუცველების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მერის, გიგი უგულავას გადადგომას მოითხოვენ.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველები აპროტესტებენ შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიის ერთობლივ პროექტს. მათი თქმით, მერიამ და აღნიშნულმა სააგენტომ გასაზღვრეს კრიტერიუმები, საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფისთვის და ამ კრიტერიუმებში მათი უმრავლესობა ვერ ჯდება. თბილისის მერიასთან დილიდან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სოციალურად დაუცველების განცხადებით, ისინი დღეს მერიაში არავის შეუშვებენ და არც არავის გამოუშვებენ.
კომენტარები