პოლიტიკა
სოციალურად დაუცველთა აქციას მერია პასუხობს
2013-05-30 14:34:05
ჩამოტვირთვა
სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქციას თბილისის მერია გამოეხმაურა. როგორც მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ განაცხადა, აქციებს სოციალურად დაუცველები უკვე მერამდენედ მართავენ, თუმცა ამ აქციებს არავითარი შედეგები არ ექნება. უნდა დამტკიცდეს ბენეფიციართა შერჩევის ძალიან გამჭვირვალე და ობიექტური სტანდარტები, რომელზეც საკრებულოში გუშინაც იყო მსჯელობა. ამის გარეშე სოციალური საცხოვრისში ბენეფიციართა შერჩევა შეუძლებელი იქნება. თუ ჩვენ ამ ტიპის აქციებზე, შეჭრებზე, ან ყველა მოთხოვნაზე დავიწყეთ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ამ პოლიტიკას მომავალი არ განაცხადა მამუკა ქაცარავამ.
კომენტარები