2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პოპულის“ მფლობელი ლიტველი ბიზნესმენი დააკავეს

ჩამოტვირთვა

თბილისის აეროპორტში გამთენიისას ლიტველი ბიზნესმენი, სუპერმარკეტების ქსელის "პოპულის" მფლობელი საულუს ვაიტკიავიჩუსი დააკავეს. ინფორმაცია ლიტვურ მედიაგამოცემებს უკვე დაუდასტურა ბიზნესმენის მეუღლემ ვაივა ვაიტკიავიჩენემ. "არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. ფორმულირება მარტივია: მან უნდა მოიფიქროს, როგორ და რა გზებით იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან", - ამბობს ქალბატონი ვაიტკიავიჩენე. მისივე თქმით, მეუღლისთვის ბრალი საღამოს ხუთ საათამდე არ წარუდგენიათ: "ადვოკატები ესაუბრნენ პროკურორებს და დაინტერესდნენ, რანაიარად იყო დაკავშირებული დაკავებული წინა ხელისუფლებასთან. მათ უთხრეს, თითქოს ჩემი ქმარი ვიღაცეებს აძლევდა ქრთამს, რომ თითქოს დაკავშირებული იყო დარიუს იურგილიავიჩუსთან (ტელეკომპანია "პიკის" მფლობელი), რომელიც, თავის მხრივ, ყოფილი პრემიერმინისტრის, მერაბიშვილის მრჩეველი იყო", - აღნიშნავს ლიტველი ბიზნესმენის მეუღლე. ვაიტკიავიჩენის თქმით მისმა მეუღლემ საქართველოში ბიზნესი გაყიდა და ოთხშაბათს ლიტვაში გამგზავრებას აპირებდა, რა დროსაც დააკავეს. ბიზნესმენი საულუს ვაიტკიავიჩუსი ბალტიის ქვეყნების სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები