პოლიტიკა
“არის საფრთხე საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება ვერ მიიღოს”
2013-05-30 13:54:27
ჩამოტვირთვა
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის განცხადებით, თუ საქართველოში სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა ამან შეაფერხოს ქვეყნისთვის ასოცირების ხელშეკრულების მიღება. განცხადება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა “ტვიტერის” მიკრობლოგზე გააკეთა. უილფრედ მარტენსის განცხადებით, ანალოგიურ შეთანხმებას ვერც უკრაინა მიიღებს, თუ კიევი ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობებს არ შეასრულებს და იულია ტიმოშენკოს არ გაათავისუფლებს.
კომენტარები