პოლიტიკა
ფარული მოსმენები გრძელდება
2013-05-29 18:55:16
ჩამოტვირთვა
ახალი მთავრობა მოქალაქეების მოსმენას განაგრძობს. განცხადებას მოსმენების აკრძალვასთან დაკავშირებით ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს’’. როგორც განცხადებაშია ნათქვამი წინა ხელისუფლების დროს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ სპეციალური მოწყობილობები – ე.წ. შავი ყუთები დაამონტაჟა, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეების საკომუნიკაციო მონაცემებზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ.
,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ განცხადებაში აღნიშნულია,რომ
ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ მომხდარა და სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21,000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებისგან პრობლემის უახლოეს პერიოდში მოგვარებასდა წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს.
კომენტარები