პოლიტიკა
თელავში მომხდარი მკვლელობის უკან თამაზაშვილების ოჯახი დგას?
2013-05-29 18:22:55
ჩამოტვირთვა
თამაზაშვილების ოჯახი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. 13 წლის წინ მომხდარი მკვლელობისა და მისი არაობიექტური გამოძიების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. მკვლელობა თელავში მაშინ მოხდა, როდესაც თამაზ თამაზაშვილის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. თამაზაშვილის შვილი, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის მეუღლე ნუნუკა თელავის ერთ_ერთ რესტორანში სკოლის ბანკეტს აღნიშნავდა, თამაზაშვილის ბრძანებით რესტორანი უცხო პირებისთვის დაიკეტა. რაღაც დროის შემდეგ, რესტორანში მოვიდა თამაზაშვილის ვაჟი ლექსო თამაზაშვილიც ამჟამად საპარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა დაცვამ ის ვერ იცნო და არ შეუშვა. ამავდროულად რესტორანში შესვლა სხვა ახალგაზრდებმაც სცადეს. ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, სიმონიშვილის პირადი მძღოლ შეესწრო. მან თამაზაშვილის ვაჟი იცნო, ლექსო და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ახალგაზრდებს შორის ჩადგა. გავრცელებული ინფორმაციით ამ დროს ლექსო თამაზაშვილმა ე.წ. ლიმონკა ისროლა, რასაც სიმონიშვილი მძღოლი შეეწირა. „თამაზაშვილის უშუალო ბრძანებით დააკავეს უდანაშაულო ადამიანი - სრულიად უპატრონო, ეროვნებით იეზიდი კახეთის მცხოვრები. პოლიციას ის დაკითხვისას შემოაკვდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავებმა ჩაქოლეს. მოკლული მძღოლის ნათესაობამ კი სიჩუმის სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაციაც მიიღო - მწვანე მიკროავტობუსი და დასაფლავების ხარჯები, რომლებიც სრულად თამაზ თამაზაშვილმა დაფარა. აღნიშნული ფაქტი თამაზ თამაზაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ აგორებულ შავ პიარად შეაფასა და აღნიოშნა რომ მისი შვილი ლექსო თმაზაშვილი იმ დროს 13 წლის იყო და შესაბამისად ლიმონკა არ ექნებოდა .
კომენტარები