2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვის უსტვენდნენ არასამთავრობოები ბაზალეთზე ?

ჩამოტვირთვა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბაზალეთის კომპლექსში გამართულ საზეიმო მიღებისას მომხდარ გაუგებრობაზე 26 მაისის აქციის ორგანიზატორებმა განმარტება itv-ს მედიაკლუბში გააკეთეს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გაშვებულ მასალაზე, სადაც საპატრიარქოს ესკორტი ჩანს და შეძახილები ისმის საზოგადოებრივი ინიციატივისა და დროას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ინტერესში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის შეურცყოფა არ შედიოდა. მათი თქმით აქციის მიზანი იყო, სტვენით გამოეხატათ პროტესტი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ტელეკომპანია „მაესტრო“ ირწმუნება, რომ ბაზალეთზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პატრიაქრსაც დაუსტვინეს. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა დღეს კოლეგებს ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები