2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღარიბაშვილი სიმამრის დანაშაულებს სხვა პირებს აბრალებს

ჩამოტვირთვა

ყოფილმა სამართალდამცველებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს და მედიას გამოძიების არასამართლებრივი ქმედების შესახებ უამბეს. საქმე კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის დაკავებას ეხება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებისთვის გაასამართლეს. ყოფილი პოლიციელების თქმით, ისინი გუშინ პროკურატურაში იყვნენ დაბარებულნი და სამართალდამცველები იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ, რომელიც თამაზაშვილის მიერ იყო ჩადენილი. აღსანიშნავია, რომ თამაზ თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთანავე დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები