პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი შალვა ფიფია იქნება
2013-05-24 12:36:38
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად, შალვა ფიფია დაასახელა. ფიფია ამ დრომდე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
პრემიერის განცხადებით, „კანონი აღარ აძლევდა მას უფლებას, მეტი დროის განმავლობაში დარჩენილიყო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად.
შალვა ფიფიას კანდიდატურის დანიშნვის შესახებ დოკუმენტი უკვე ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
კომენტარები