2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერი: რუსეთს მაქსიმალურად დავეხმარებით

ჩამოტვირთვა

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სოჭის ოლიმპიადა მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ამის შესახებ, ელჩებთან შეხვედრის წინ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მაია ფანჯიკიძემ იაპონელ დიპლომატებთან გააკეთა. "ძალიან კარგია, რომ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს - დავეხმაროთ მაქსიმალურად რუსეთს ოლიმპიადის უსაფრთხო გარემოში ჩატარებაში. რასაც ისინი მოითხოვენ, ყველაფერში დავეხმარებით, რათა ჩვენს საზღვრებთან და უფრო ახლოს, არაფერი მოხდეს. ოლიმპიადა ჩვენთან ძალიან ახლოს ტარდება". - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძემ, იაპონელ კოლეგებთან შეხვედრისას, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე რუსულ მხარესთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები