2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი მშობლები დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მრავლობითი ჭრილობების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. მშობლების მკვლელობის მიზეზს ბადრი შ. ამ ეტაპზე არ ასახელებს. გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები