პოლიტიკა
შსს-მ მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
2013-05-24 11:29:48
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი მშობლები დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მრავლობითი ჭრილობების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. მშობლების მკვლელობის მიზეზს ბადრი შ. ამ ეტაპზე არ ასახელებს.
გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
კომენტარები