2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ჩამოტვირთვა

"ნაციონალურ მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ქუთიაისიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაშიაა მოთავსებული. რაც შეეხება კახეთის გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დრომდე პატიმრობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, ტექნიკური მიზეზების გამო ღამით გირაოს თანხის ვერ მოხერხდა და თანხას დღეს გადაიხდიან, რის შემდეგაც ჭიაბერაშვილი გათავისუფლდება. ყოფილ პრემიერ-მინისტრს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი, 20 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები