პოლიტიკა
ვის ეკუთვნის მერაბიშვილის სახლში ნაპოვნი 54 ათასი ევრო?
2013-05-22 12:10:39
ჩამოტვირთვა
ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ფულადი თანხა, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები ამოიღეს. ბინიდან ამოღებულია ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას დედის კუთვნილი 54 000 ევრო, რომელიც სახლში სალაყაიას ბინის გაყიდვის შემდეგ ინახებოდა. მერაბიშვილის სახლიდან ამოღებულია ასევე ყოფილი პრემიერისა და მისი მეუღლის კუთვნილი 33 000 ამერიკული დოლარი და 29 000 ლარიც, რაც მათი დანაზოგი იყო. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში ჩხრეკის პროცესი გუშინ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინვე კახეთში, შინდისში ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლიც გაჩხრიკეს, საიდანაც გამოძიებამ კომპიუტერები და სამეცნიერო ნაშრომები წაიღო.
კომენტარები