2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდება

ჩამოტვირთვა

ვანო მერაბიშვილს გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისთვის ბრალის დამძიმების შესახებ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბრალს 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე წაუყენებენ. ამასთან, პროკურატურის გუშინდელი ინფორმაციით, აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოძიება ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭაიბერაშვილი გუშინ დააკავა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს და კახეთის გუბერნატორს ბრალი ოფიციალურად გვიან ღამით წაუყენეს. გამოძიება მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება. ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ბრალი ედება ამომრჩევლების მოსყიდვაში, ფულის გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები