პოლიტიკა
„კურტანიძემ და ვაჩნაძემ ქუთაისის იზოლატორში მერაბიშვილთან შეჭრა სცადეს“
2013-05-22 11:45:54
ჩამოტვირთვა
გუშინ ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებიან, ელდარ კურტანიძე, მელორ ვაჩნაძე და რამდენიმე მათი აქტივისტი მივიდნენ.
"ისინი ე.წ. კაპეზეზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა იზოლატორის თანამშრომლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რის გამოც იზოლატორის ორ თანამშრომელს კურტანიძემ და ვაჩნაძემ სიტყვიერი და ფიზიკკური შეურაცხყოფა მიაყენეს! დაშავებულია იზოლატორის მორიგე თანამშრომელი. მათ ასევე ატეხეს გინება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის მიმართ." - აღნიშნული განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდზეა განთავსებული
მელორ ვაჩნაძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს."სირცხვილია, რატომ იგონებენ ასეთ რამეებს მე თბილისში ვიყავი, "ლუკა პოლარეში" ყავა დავლიე, შემიძლია ჩეკი გაჩვენოთ," - განაცხადა ვაჩნაძემ.
კომენტარები