მსოფლიო
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს
2013-05-21 12:18:45
ჩამოტვირთვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დაკითხვაზე არიან დაბარებული.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაბარებული არიან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის და ვანო მერაბიშვილი თებერვალში უკვე იყვნენ ქუთაისში დაკითხვაზე და ყველა კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გასცეს.
ქუთაისში გამგზავრებამდე ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილისა და კახეთის მხარის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ოპოზიციის დევნის ახალ ტალღად აფასებენ.
გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ლიდერების დაკითხვაზე დაბარება უმცირესობის დაშინებას და 17 მაისის მოვლენების გადაფარვას ისახავს მიზნად.
კომენტარები