0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

BBC: „ არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვა ვერ განხორციელდეს“

ჩამოტვირთვა

თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება, ევრონიუსი წერს,რომ საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. "საქართველოს ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი ევროკავშირისკენ სწრაფვა ვერ განხორციელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების უფლებას – უსაფრთხოდ გამართონ დემონსტრაცია," - წერს "ბიბისი". "დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს "იგივე უფლებებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს" და რომ საზოგადოება ამას "თანდათანობით მიეჩვევა". თუმცა, თუ თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასასვლელი", - წერს Foreign Policy. "არა მენტალურ გენოციდს", "არა ჰომოსექსუალებს" – ასეთი სლოგანებით დაუპირისპირდნენ ძირითადად ახალგაზრდებით შემდგარი ბრბო ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს, მიუხედავად დაპირებებისა, პოლიციამ ვერ შეძლო "იდენტობის" წარმომადგენელთა აქციის გამართვის უზრუნველყოფა. მომხდარი მოგვიანებით დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა," - წერს "ნიუ იორკ თაიმსი". "Amnesty International"-ი საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებების დაუსჯელობა "საქართველოსთვის სახიფათო ტენდენცია იქნება", - წერს "როიტერი".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები