0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კილაძე _ ხვედელიძის დაკავება ბიძინა ივანიშვილის ნება იყო

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება იყო გელა ხვედელიძის გათავისუფლება. ეს განცხადება "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გაზეთ "ქრონიკა +" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. კილაძის ინფორმაციით საიტის "KVERCXEBI.COM" ის შესაქმნელად თანხა საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 აპრილს გადაირიცხა. კილაძე იმ პირების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვს ვინც გელა ხვედელიძეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში დაეხმარა. ელისო კილაძის ინფორმაციით საიტის სახელწოდება "KVERCXEBI.COM" იმ სკანდალურ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ფარესიშვლმა ჩაატარა და საქართველოში კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ კვერცხების ბიზნესის მფარველობას უკავშირდება. ელისო კილაძე მოითხოვს თანამდებობიდან გადააყენონ მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რადგან მისი ვარაუდით ხვედელიძის საქმის გამოძიების დროს ნაცვლიშვილი ამ პროცესს ხელს შეუშლის. ასევე" ელისო კილაძემ სკანდალური მასალების გავრცელება დაანონსა, მისი თქმით მომავალი კვირიდან მასალები გავრცელდება თუ ვინ და როგორ ერევა ქართველი ბიზნესმენების საქმიანობაში.მან ასევე აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით შსს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საუბარს ასახავს და ჩანაწერში ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარისიშვილს ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები