პოლიტიკა
გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს
2013-05-13 11:30:19
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ გელა ხვედელიძემ პირადი მოტივით ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილს ინტერნეტ-ქსელში უკანონოდ გაუვრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. ხვედელიძე გუშინ დააკავეს. ამის შესახებ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ამცნო.
კომენტარები