0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განაცხადებით, პრეზიდენტმა ვეტოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება "სამოქალაქო კოდექსში" შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიულ პირებს ეცვლებათ სამართლებრივი ფორმა და შესაძლებელი ხდება მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა. პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტსა და საკანონმდებლო ნორმას შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება მან 30 კალენდარულ დღეში უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – 31-ე დღიდან შეჩერებული ნორმები ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები