მსოფლიო
ჰომოფიბიის წინააღმდეგ აქცია იგეგმება
2013-05-10 14:21:16
ჩამოტვირთვა
ორგანიზაცია "იდენტობამ" დღეს "რედისონში" პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წევრებმა 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიება დაანონსეს. როგორც მათ განაცხადეს, შარშანდელმა აქციამ საზოგადოებაში ვნებათა-ღელვა და დაპირისპირება გამოიწვია, ამიტომაც არსებობს საფრთხე წელსაც იგივე განმეორდეს. როგორც „იდენტობის“ წევრებმა თქვეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მუქარა აქციის დაშლასთან დაკავშირებით. ამის გამო ორგანიზაციამ ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფად შს სამინისტროს მიმართა. სასტუმრო „რედისონთან“ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. ტერიტორიას 50-მდე პოლიციელი აკონტროლებდა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კი აქციის ცატარება ათამდე მოქალაქემ გააპროტესტა. როგორც ისინი აცხადებენ, "იდენტობის" ღონისძიების გაპროტესტებას მშვიდობიანი ფორმით აპირებენ.
კომენტარები