0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამნისტირებულმა მამაკაცმა 10 წლის ბიჭი გააუპატიურა

ჩამოტვირთვა

გურჯაანის რაიონული პროკურატურა 10 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეს იძიებს. შემთხვევა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაახლოებით 3 კვირის წინ მოხდა. არასრულწლოვანზე ძალადობა 30 წლამდე პირმა მოახდინა. მამაკაცი ნასამართლევია და ის პატიმრობიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. როგორც ცნობილია დამნაშავეს ბრალი ჯერ არ წაყენებია. სამართალდამცველებს დაზარალებულის მშობლებმა 1 კვირის დაგვიანებით მიმართეს, ახლა კი ექსპერტიზაა დანიშნული. ასევე დაიკითხნენ მოწმეებიც. მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები