პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი დღეს სტუდენტებს ხვდება
2013-05-10 11:36:10
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს უნივერსიტეტის სტუდენტების ყველა კითხვას უპასუხოს. პრეზიდენტმა სტუდენტებისადმი მიმართვა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს მოუწოდებს თვითცენზურას არ მიმართონ და შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დასვან. "მინდა, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგეს და არ წამოვიდე იქიდან, ვიდრე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას არ ვუპასუხებ. თუ შეკითხვებს წინასწარაც მომწერთ, უკეთ მომზადებული მოვალ მათზე საპასუხოდ" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს დღეს შეხვდება. ინფორმაცია ამის თაობაზე თსუ-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.
კომენტარები