პოლიტიკა
ფარესაშვილი ხუხაშვილის, ნაცვლიშვილისა და ხვედელიძის წინააღმდეგ მასალას გამოაქვეყნებს
2013-05-07 16:54:21
ჩამოტვირთვა
გიორგი ფარესაშვილი გია ხუხაშვილის, გელა ხვედელიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მისი თქმით, თუ გამოძიება არ დაინტერესდება მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ის ამ მასალას განასაჯაროებს. ფარესიშვილის განცხადებით, მას აქვს აუდიო და ვიდეო მასალები, ასევე დოკუმენტები და ჰყავს მოწმეები, რაც ამ ადამიანების დანაშაულებებს გამოამჟღავნებს. მისივე თქმით, ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ეს სამი ადამიანი ამხილა. ფარესაშილი ნაცვლიშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებასაც ითხოვს. ფარესიშვილის განცხადებით, ის აშშ-ის ელჩსაც შეხვდა, რომელიც ამ ყველაფრით დაინტერესდა. გიორგი ფარესიშვილს მიაჩნია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული კადრები ფაბრიკაციაა და ის კადრებში ნაჩვენებ პირებს საერთოდ არ იცნობს.
კომენტარები