0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომელი მოქმედი მაღალჩინოსანი იმუქებოდა ფარესაშვილის ვიდეოს გამოქვეყნებით

ჩამოტვირთვა

ვინ დგას სკანდალური ვიდეო ჩანაწერისა და კარგად დაგეგმილი პროვიკაციის უკან? ელისო კილაძე ამ კითხვაზე პასუხს ითხოვს. „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი სკანდალური აუდიო ჩანაწერის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას აქვს ფირი, რომელზეც ლაშა ამირეჯიბისა და ერთ-ერთი მოქმედი მაღალჩინოსნის საუბარია ჩაწერილი. კილაძის განცხადებით, მაღალჩინოსანმა ამირეჯიბს ვიდეოჩანაწერის შესახებ უთხრა და გააფრთხილა რომ ფარესაშვილს სკანდალური სტატიების წერა შეეწყვიტა. ამის შემდეგ კი ინტერნეტით უკვე კადრებიც გავრცელდა. ელისო კილაძე ჟურნალისტ მარიამ გულორდავას დაკითხვასაც ითხოვს. მისი თქმით, ჟურნალისტსა და ფარესაშვილს შორის ფეისბუქზე მიმოწერა მოხდა, სადაც გულორდავამ ქართული ოცნების წევრს ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის საერთო ბიზნესის შესახებ ვიდეო მასალის მიწოდება შესთავაზა. თუმცა მოგვიანებით ეს ფირი აღარ გადასცა. კილაძე შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები