მსოფლიო
სოჭის ოლიმპიადაზე მთავრობის წევრებისთვის ნომრები უკვე იჯავშნება
2013-05-03 19:09:09
ჩამოტვირთვა
სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დასასწრებად ქართულმა მხარემ სასტუმროებში ნომრების დაჯავშნა დაიწყო. როგორც ცნობილია ოლიმპიადას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, სოჭის 2014 წლის ზამთრის თამაშებზე ქვეყნის მონაწილეობის შესახებ, გადაწყვეტილება 2 მაისის რიგგარეშე სესიაზე მიიღო, სადაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი სოჭის ოლიმპიურ თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიაზე სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები