პოლიტიკა
ციხის კადრები - მერაბიშვილის სამაგიერო სააკაშვილის მიმართ?
2013-05-03 14:21:47
ჩამოტვირთვა
თეა თუთბერიძემ გაზეთ „ქრონიკას“ სკანდალური ინტერვიუ მისცა. თუთბერიძე გაზეთთან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და ციხის კადრებზე საკუთარ ინფორმაციას საჯაროდ ჰყვება. უფლებადამცველის თქმით, ციხის კადრების გავრცელება პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე მეტყველებს. თუთბერიძე ინაშვილის განცხადებას იხსენებს, რომ ჟურნალისტს სკანდალური კადრები მერაბიშვილმა და ამირან მესხელმა მიაწოდეს. თუთბერიძე თვლის, რომ მერაბიშვილმა პრეზიდენტს პრემიერად გადაყვანის გამო სამაგიერო გადაუხადა. „ყველას კარგად გახსოვთ კადრი,როცა პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილს ბეჭზე ხელი მოუთათუნა და უთხრა - ეკონომიკასა და სოფელს მიხედეო, სწორედ ამის გამო მიიღო პრეზიდენტმა ის რაც ვანო მერაბიშვილმა არჩევნებამდე 12 დღით ადრე გაუკეთა. ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა პირველ ეტაპზე ციხის კადრების მიმწოდებლად დაასახელა ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე. მაშინ ჩავთვალე,რომ ამაზე საუბრის დრო არ იყო რადგან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდა „ნაციონალებს“ და მის მხარდამჭერებს“ - აცხადებს თეა თუთბერიძე.
კომენტარები