პოლიტიკა
საკრებულოს შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები, უკვე სახლში გაწერეს
2013-05-03 13:15:08
ჩამოტვირთვა
თბილისის მერიის ძველი შენობის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილ 51 წლის გიზო დვალიშვილს ექპერტიზა ჩაუტარდა. მას დღეს საკუთარ სახლში გადაასვენებენ-ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "ანაგის" დირექტორმა დავით ჩანტლაძემ განაცხადა
მისი თქმით, გიზო დვალიშვილი წარმოშობით ჭიათურიდან იყო და ოჯახათან ერთად დიდი დიღმის დასახლებაში ცხოვრობდა.
შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი პირი კი უკვე სახლში გაწერეს.დაზარალებულებულების მკურნალობის ხარჯებსა და გიზო დვალიშვილის დაკრძალვის ხარჯებს, მთლიანად კომპანია "ანაგის" ხელმძღვანელობა გაიღებს.
ჩანტლაძეს თქმით გამოძიებამ უკვე დაკითხა კომპანია "ანაგის" დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი, წარმოების უფროსი ლევან იორაშვილი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.
როგორც " კომპანიის კომერციულმა დირექტორმა განაცხასა, შენობის რეკონსტრუქციაზე რაჭიდან ჩამოსული მუშების ბრიგადა ჰყავდა დასაქმებული და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები