პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილის დედა სამსახურიდან გაათავისუფლეს
2013-05-02 17:15:34
ჩამოტვირთვა
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ვანო მერებიშვილის დედა ჟენია მერაბიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. უკვე ყოფილმა დირექტორს გათავისულების შესახებ ჯერ არ აცნობეს. განათლების სამინისტროს რესურსცენტრმა მინისტრის ბრძანება ჯენია მერაბიშვილის მოხსნის თაობაზე დღეს მიიღო, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სააღდგომო დღესასწაულების გამო შეჩერდა.
ახალციხის საგანმანათებლო რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის დიანა ინასარიძეს თქმით აქამდე სამეურვეო საბჭომ მერაბიშვილს მხოლოდ გაფრთხილება მისცა და დაკავებულ თანამდებობაზე დატოვა.ჟენია მერაბიშვილს სკოლის მოსწავლეებისა და დამლაგებელის ცემაში ადანაშაულებენ. ინასარიძის თქმით მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მთავარ პროკურატურას 5 მარტს მიმართა,პრესამსახურის წარმომადგენელის ეკა ჩიჩუას განმარტებით კი საქმის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს.
დიანა ინასარიძის განცხადებით, მერაბიშვილს უფლება აქვს მინისტრის ბრძანება გაასაჩივროს.
კომენტარები